
ტრენინგი: ციფრული რუკების გამოყენება „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე
2026 წლის 20 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ პრეზიდენტმა მანანა შეყილაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე
„ციფრული რუკების გამოყენება გაკვეთილზე. საგანი „ჩვენი საქართველო“ – V-VI კლასები“.
ტრენინგს ესწრებოდნენ მომავალი მასწავლებლები – როგორც ისტორიის, ასევე განათლების ფაკულტეტის სტუდენტები
ტრენინგზე ნიმუშის სახით წარმოდგენილი იყო ორი რეგიონის – იმერეთისა და აფხაზეთის რუკები.
განიხილეს იმერეთის სამი რუკა – ბუნების ძეგლების, კულტურის ძეგლების და სახლ-მუზეუმების). რუკებს ახლავს შესაბამისი ტესტები და კონტურული რუკები შესაბამისი დავალებებით. ასევე, დამხმარე მეთოდური მასალა მასწავლებლისთვის.
აფხაზეთის შემთხვევაში დაამუშავეს ორი რუკა: აფხაზეთის ბუნების ძეგლები და აფხაზეთის კულტურის ძეგლები შესაბამისი ტესტებით და კონტურული რუკებით.




Tag:Course

