პირველად საქართველოში – სასწავლო ისტორიული ატლასი აბიტურიენტებისთვის:
„საქართველო და გარესამყარო“
- 94 ფერადი რუკა უძველესი დროიდან დღევანდელ დღემდე.
- ატლასში წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე იმ ხალხების და სახელმწიფოების ისტორიული რუკები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ჰქონიათ ურთიერთობა ქართველებთან – შუმერები, ხეთები, ურარტუელები, ასურელები, ბერძნები, რომაელები, სპარსელები, ბიზანტიელები, არაბები, თურქ-სელჩუკები, მონღოლები, ხვარაზმელები, ოსმალები, რუსები.
- ატლასში ჩართულია ისტორიულ პირთა პორტრეტები, ქართველ მეფეთა გენეალოგიური ტაბულები, ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერატორების, სპარსეთის შაჰებისა და ოსმალეთის სულთნების სინქრონული სიები, ნუმიზმატიკური და ბონისტიკური ერთეულები, დროშები, მეფეთა ხელრთვები, დოკუმენტური მასალები.
- ავტორი მანანა შეყილაძე
- ფორმატი: 30/21 სმ
- გვერდები: 118
საილუსტრაციოდ
რუკა # 69: ყირიმის ომი და საქართველო, კავკასიის ფრონტი
რუკა # 69-ის ჩანართი: ყირიმის ომის გენერლები
ს ა რ ჩ ე ვ ი
1. საქართველოს ფიზიკური რუკა
2. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები
3. ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე
4. ქართველური ტომები და გარესამყარო ძვ.წ. III-I ათასწლეულებში
5. ფინიკიური კოლონიზაცია ძვ. წ. VIII-VI სს.
6. დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძვ. წ. VIII-VI სს.
7. ძველი სპარსეთის (აქემენიანთა) იმპერიის წარმოშობა ძვ. წ. VI საუკუნეში
8. ძველი სპარსეთის (აქემენიანთა) იმპერიის ადმინისტრაციული მოწყობა ჰეროდოტეს მიხედვით ძვ. წ. V საუკუნეში
9. საქართველო ძვ. წ. VI-III სს.
10. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები ძვ. წ. 334-323 წწ.
11. ელინისტური სახელმწიფოები ძვ. წ. III საუკუნეში
12. მეფე ფარნავაზის ადმინისტრაციული რეფორმა ძვ. წ. III საუკუნეში
13. რომისა და პართიის დაპყრობითი ომები ძვ.წ. III-I სს.
14. პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში ძვ. წ. 65 წ.
15. საქართველო ახ. წ. II ს. I ნახევარში. მეფე ფარსმან ქველის დროს
16. რომის იმპერიის გაყოფა 395 წელს. ხალხთა დიდი გადასახლება; დას. რომის იმპერიის დაცემა 476 წ.
V – XII საუკუნეები
17. საქართველო V ს. II ნახევარში. მეფე ვახტანგ გორგასლის დროს
18. ბიზანტიისა და სპარსეთის დაპირისპირება V საუკუნეში
19. ბიზანტია-სპარსეთის ომი. დიდი ომიანობა ეგრისში 542-562 წწ.
20. ბიზანტია იუსტინიანე I -ის დროს 527-565 წწ.
21. ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ლაშქრობები საქართველოში 627-628 წწ.
22. არაბთა დაპყრობითი ომები VII-VIII სს.
23. მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში 735-738 წწ.
24. ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში 853 წ.
25. არაბთა სახალიფოს დაშლა IX საუკუნეში
26. ახალი ქართული სამეფო-სამთავროების აღმოცენება IX საუკუნეში
27. ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) X ს. II ნახევარში მეფე დავით III კურაპალატის დროს
28. მეფე ბაგრატ III-ის ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისთვის (975-1014 წწ.)
29. საქართველო-ბიზანტიის ომი 1021-1022 წწ. მეფე გიორგი I-ის დროს
30. საქართველო, ბიზანტია და ახლო აღმოსავლეთი XI ს. დასაწყისში
31. თურქ-სელჩუკთა დაპყრობითი ომები XI- XII სს.
32. თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში ალფ-არსლანის მეთაურობით 1064 და 1068 წწ. მეფე ბაგრატ IV-ს დროს
33. თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში მალიქ-შაჰის მეთაურობით მეფე გიორგი II–ის დროს. „დიდი თურქობა“
34. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096-1099 წწ.
35. ჯვაროსნული სამეფო-სამთავროების წარმოშობა ახლო აღმოსავლეთში
36. საქართველო მეფე დავით IV აღმაშენებლის დროს 1089-1125 წწ.
37. საქართველო XIII ს. დამდეგს მეფე თამარის დროს
38. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. და ბიზანტიის იმპერიის დაცემა
39. ტრაპიზონის იმპერიის შექმნა 1204 წელს
XIII – XVIII საუკუნეები
40. მონღოლთა დაპყრობითი ომები XIII საუკუნეში
41. მონღოლთა პირველი გამოჩენა საქართველოში 1220-1222 წწ.
42. ხვარაზმის იმპერია 1077-1231 წწ.
43. ხვარაზმის შაჰის ჯალალ-ედ-დინის ლაშქრობები საქართველოში 1225-1229 წწ.
44. საქართველოში მონღოლთა დაპყრობების დროს XIII ს. I ნახევარში
45. მონღოლთა მიერ დუმნებად დაყოფილი საქართველო
46. საქართველო XIII ს. ბოლოს მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს
47. საქართველო XIV ს. I ნახევარში მეფე გიორგი V ბრწყინვალეს დროს
48. მონღოლთა იმპერიის დაშლა XIII ს. II ნახევარში
49. თემურ ლენგის დაპყრობითი ომები XIV- XV სს.
50. თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში 1386-1403 წწ.
51. ოსმალეთის იმპერია და თეთრბატკნიანთა თურქმანული სახელმწიფო XV ს. ბოლოს
52. საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად XV ს. ბოლოს
53. კახეთის სამეფოს სადროშოები XVI ს. I ნახევარში
54. ქართლის სამეფოს სათავადოები და სადროშოები XVI ს. I ნახევარში
55. ოსმალეთი და სეფიანთა სპარსეთი XVI ს. შუახანებში
56. სპარსელთა და ოსმალთა ლაშქრობები საქართველოში XVI ს. I ნახევარში
57. ოსმალთა ლაშქრობა კავკასიაში 1578 წ. მუსტაფა ლალა ფაშას სარდლობით
58. აღმ. საქართველო XVII ს. I მეოთხედში. შაჰ-აბას I-ის ლაშქრობები ქართლსა და კახეთში
59. სამხრეთი საქართველო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში; ჩილდირის ვილაიეთის (ახალციხის საფაშოს) შექმნა 1579 წელს
60. დასავლეთი საქართველო XVII ს. I ნახევარში
61. რუსეთის იმპერატორის, პეტრე I -ის ლაშქრობა სპარსეთზე 1722-1723 წწ. და საქართველო
62. დასავლეთ საქართველოს ბრძოლა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ; ხრესილის ბრძოლა 1757 წ.
63. საქართველო XVIII ს. II ნახევარში მეფე ერეკლეს II-ს დროს
XIX საუკუნე
64. საქართველოს გუბერნიის შექმნა 1801 წ. რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში
65. საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ XIX საუკუნეში
66. ქართული ეპარქიები 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმებამდე
67. რუსეთ-ოსმალეთის 1827-28 წწ. ომის კავკასიის ფრონტი
68. რუსეთ-სპარსეთის ომები სამხრეთ კავკასიისთვის XIX ს. I მესამედში
69. აღმოსავლეთის (ყირიმის) ომი და საქართველო (1853-1855 წწ.); ომერ ფაშას ლაშქრობა აფხაზეთსა და სამეგრელოზე 1855 წ.
70. რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წწ. ომის კავკასიის ფრონტი
71. რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული მოწყობა კავკასიაში XIX ს. II ნახევარში
72. სარკინიგზო ქსელის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში XIX ს. II ნახევარში
73. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები 1879-1927 წწ.
XX – XXI საუკუნეები
74. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი 1914-15 წწ. დეკემბერ-იანვარი; ბრძოლა ყარსისთვის (სარიყამიშის ოპერაცია)
75. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტი. რუსეთის არმიის კონტრშეტევა 1916 წელს
76. ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1917 წელს
77. პირველი მსოფლიო ომის შედეგი კავკასიის ფრონტზე; ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით 1918 წ. 3 მარტი
78. ამიერკავკასია კომისარიატის მმართველობის პერიოდში, 1917 წ. 2 ნოემბერი-1918 წ. 26 მარტი
79. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, 1918 წ. 22 აპრილი- 26 მაისი
80. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება 1918 წ. 26 მაისს
81. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამაზრო ერობების ჩამოყალიბება 1918-1920 წწ.
82. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის 1918-1920 წწ.
83. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წ.
84. ქართველი ხალხის ბრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 1921-1924 წწ. სამხედრო ცენტრისა და დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომის) შექმნა
85. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფსრ) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1922-1936 წწ.
86. საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1936-1991 წწ.
87. მეორე მსოფლიო ომი (1939-1945). ბრძოლა კავკასიისთვის 1942-43 წწ.
88. კომუნისტური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. გულაგის ქსელი
89. საბჭოთა კავშირის დაშლა, 1991 წ. 26 დეკემბერი
90. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წ. 9 აპრილს
91. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე 2008 წლის აგვისტოში
92. საქართველო XXI ს. პირველ მეოთხედში
93. კავკასია XXI ს. პირველ მეოთხედში
94. შავი ზღვის გარშემო მდებარე სახელმწიფოები







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.