პროდუქციის შესახებ

სასწავლო ფილმები ქართული კულტურის ძეგლებზე მოსწავლეებს მათთვის გასაგები ენით მოუთხრობს ძეგლის ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის შესახებ. ფილმების 10-15 წუთიანი ქრონომეტრაჟი მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს ისინი გაკვეთილზე.

სერიალი, ისტორიული ეპოქების შესაბამისად, ექვს ციკლად იყოფა. თითო ციკლში ათი ფილმია დაგეგმილი. ფილმები გადაღებულია ციფრულ ვიდეო-ფორმატზე, რაც მომხმარებელს აძლევს მაღალი ხარისხის კინო-პროდუქციას როგორც ვიდეო-კასეტებზე, ასევე ლაზერულ (კომპაქტ) დისკებზე.

პროექტის ავტორები არიან მანანა შეყილაძე (განათლება და ახალი ტექნოლოგოები) და ზურაბ ოშხნელი (სასწავლო სატელევიზიო ცენტრი)

ამჯერად მზადაა და გთავაზობთ ექვს ფილმს - თითოეულ მათგანს თითო ციკლიდან.

სხვა პროდუქტები

 

 

 

 


პოლიგრაფიული პროდუქცია
:: სადემონსტრაციო (კედლის) ისტორიული რუკების სერია ::

1) "საქართველო უძველეს დროში" - ზომა (88X72)
რუკა ასახავს ქვის ხანის ძეგლების გავრცელებას საქართველოს თანამედროვე ტერიტორიაზე. ძეგლები წარმოდგენილია ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, (პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის სადგომები).

რუკაზე აღნიშნულია აგრეთვე ზედა პალეოლითური გამყინვარების არეალი კავკასიონის წყალგამყოფზე და მცირე კავკასიონზე.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკები “ბრინჯაოს ხანა კავკასიაში” და “წინა აზია ძვ.წ. II ათასწლეულიდან I ათასწლეულის შუახანებამდე“.
 
 
 
2) "საქართველო ძვ.წ. VI-III სს." - ზომა (115X115)
რუკა ასახავს ეგრისისა (კოლხეთის) და ქართლის (იბერიის) სამეფოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ადრეანტიკურ ხანაში.

რუკაზე გამოყოფილია მეფე ფარნავაზის მიერ დაარსებული საერისთავოების ცენტრები; ნაჩვენებია საერთაშორისო სავაჭრო გზები.

რუკაზე დატანილია ადრეანტიკური ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მოცემულია კოლხური თეთრის ნიმუშები.
 
 
 
 
3) “საქართველო ძვ.წ. II-ახ.წ. III სს." - ზომა (115X115)
რუკა ასახავს გვიანანტიკური, ანუ რომაული ხანის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას.

რუკის ძირითადი თემაა რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში.

აქვე, რეკონსტრუირებული ნახატის სახით მოცემულია ქართველი არქეოლოგების მიერ დიდი მცხეთის ტერიტორიაზე გათხრილი თავდაცვითი თუ სხვა ხასიათის ნაგებობები.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა “რომისა და პართიის დაპყრობითი ომები ძვ.წ. III - I სს."”
 
 
4) "საქართველო IV-VI სს." - ზომა (100X72)
რუკა ასახავს ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას.
მოცემულია მის მიერ დაარსებული საერისთავოები, საეპისკოპოსოები და ჩრდილო კავკასიელებთან თუ ირანელებთან გადატანილი ბრძოლები.

გარდა ამისა, რუკა გვიამბობს VI საუკუნეში ირანსა და ბიზანტიას შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ ეგრისის დასაკავებლად, ნაჩვენებია 627-628 წლებში ბიზანტიის კეისრის - ჰერაკლესა და ხაზარების საქართველოში ლაშქრობის მარშრუტები.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა “ბიზანტია და ირანი IV-VI სს.”
 
 
5) "ადრექრისტიანული საქართველო" - ზომა (100X72)
რუკა ასახავს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასა და გაძლიერებას.
რუკაზე ნაჩვენებია ქართველთა განმანათლებლის - ნინო კაპადოკიელის საქართველოში შემოსვლის გზა.

დატანილია ეკლესია-მონასტრები და ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შედეგად დაარსებული საეპისკოპოსოები. განსაკუთრებული პირობითი ნიშნითაა დატანილი ასურელი მამების მოღვაწეობის ადგილები.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა „ქრისტიანობის გავრცელება მსოფლიოში I-VI სს.“
 
 
6) "საქართველო VII-VIII სს." - ზომა (100X72)
რუკა ასახავს არაბთა შემოსვლას საქართველოში და მათი ბატონობის დაწყებას.

დეტალურადაა ნაჩვენები მურვან ყრუს ლაშქრობათა მარშრუტი და მის მიერ არგვეთის მთავართა _ დავით და კონსტანტინე მხეიძეების სიკვდილით დასჯის ადგილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა “არაბთა დაპყრობითი ომები VII-IX სს.” რუკაზე მოცემულია ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზ I-ის დრაჰმა.
 
 

 

7) "საქართველო IX-X სს." - ზომა (140X96)
რუკა ასახავს ქართულ სამეფო-სამთავროთა ჩამოყალიბების პროცესს.

განსხვავებული ფერებით ნაჩვენებია აფხაზთა სამეფო, ქართველთა (ტაო-კლარჯეთის) სამეფო, ქართლის საერისთავო, თბილისის საამირო, კახეთის საქორეპისკოპოსო და ჰერეთის სამეფო. მოცემულია მასალა სამონასტრო მშენებლობის შესახებ სამხრეთ საქართველოში, საეპისკოპოსოები და ციხესიმაგრეები.

მოცემულია დავით კურაპალატის ბარელიეფის გრაფიკული გამოსახულება ოშკის ტაძრიდან, პარხლის მონასტრის სარკმლის თავსართი და იმდროინდელი მონეტები.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა „არაბთა სახალიფოს დაშლა“.
 
8) “საქართველო XI-XII სს” - ზომა (84X118)
რუკაზე ასახულია დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა.

ნაჩვენებია მისი ბრძოლების ადგილები, დაბრუნებული ქართული ციხე-ქალაქები, რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, გელათისა და იყალთოს აკადემიები, ანისისა და შირვანის შემოერთება.

რუკაში ჩართულია დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, გელათის აკადემიის სიმბოლო, მისი საფლავის ქვის გრაფიკული გამოსახულება, გიორგი II-ს, დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ს მონეტები.
 
 
 
9) "საქართველო XIII ს. დამდეგს" - ზომა (136X95)
რუკა ასახავს მეფე თამარის მოღვაწეობის ყველა სფეროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს, მოხარკე და ყმადნაფიც ქვეყნებს, გავლენის სფეროებს, ძირითადი ბრძოლების - შამქორისა (1195 წ.) და ბასიანის (1202 წ). ადგილებს.

ნაჩვენებია ეკლესია-მონასტრები და კულტურულ-საგანმანათლებლო კერები.

რუკაში ჩართულია თამარის ხელრთვა (ხელმოწერა), გიორგი III-ს, თამარისა და ლაშა-გიორგის მონეტები.
 
 
 
 
10) “საქართველო მონღოლთა შემოსევების დროს” - ზომა (84X118)
რუკაზე ასახულია XIII ს. დასაწყისში განხორციელებული მონღოლთა ლაშქრობები საქართველოში.

აღნიშნულია საკვანძო ბრძოლების ადგილები, მონღოლთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებების ადგილები, მაგ. კოხტასთავისა. ნაჩვენებია ილხანებსა და ოქროს ურდოს შორის მომხდარი შეტაკებების ადგილები.

რუკაში ჩართულია ეპოქის შესაბამისი მონეტები.
 

 

 
11) "საქართველო XV ს. ბოლოს" - ზომა (102X74)
რუკა ასახავს საქართველოს დაშლას ოთხ პოლიტიკურ ერთეულად: ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო და სამცხე-საათაბაგო.

რუკაზე ნაჩვენებია შიდაპოლიტიკური ბრძოლები: ჩიხორისა (1463 წ.), ფარავნისა (1465 წ.) და არადეთისა (1483 წ.).

რუკაზე მოცემულია შემდეგი მონეტების ნიმუშები: ალექსანდრე I-ის; გიორგი VIII (I)-ის; ბაგრატ VI-ის; ყვარყვარე ათაბაგის.
 
 
 
 
12) "საქართველო XVIII ს. II ნახევარში" - ზომა (140X106)
რუკა ასახავს მეფე ერეკლე II-ს მეფობის პერიოდს. კერძოდ, ნაჩვენებია ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო და სამცხე-საათაბაგო.

რუკაზე დატანილია შემდეგი ბრძოლები: მჭადიჯვრის (1754), ყვარლის (1755), ხრესილის (1757), ასპინძისა (1770) და კრწანისის (1795). რუკაზე ჩანს საქართველოს მეზობელი მაჰმადიანური სახანოები: ერევნისა, განჯისა, ნახჭევნისა, შაქისა, დარუბანდისა, ბაქოსი, თალიშისა და ყარაბაღისა (შუშისა).

რუკაზე მოცემულია დიდი სახელმწიფო ბეჭედი, მეფე ერეკლეს პირადი ბეჭედი და იმდროინდელი ქართული მონეტები.
 
 
13) “საქართველო და სამხრეთი კავკასია XIX ს. I ნახევარში” - ზომა (84X118)
რუკაზე ასახულია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სამეფო-სამთავროებისა საზღვრები XIX ს.

დასაწყისში. მითითებულია მათი შესვლის თანამიმდევრობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.აღნიშნულია ეროვნული მოძრაობის ცენტრები და აჯანყების ადგილები, მაგ. კახეთისა, მთიულეთისა და სხვა.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა “რუსეთ-თურქეთის 1828-29 წწ. ომი და სამცხე-ჯავახეთის დაბრუნება”.
 
 
 
14) “საქართველო და სამხრეთი კავკასია XIX ს. II ნახევარში” - ზომა (84X118)
რუკაზე ასახულია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული საქართველო და სამხრეთი კავკასია.

ნაჩვენებია თბილისის, ქუთაისის, ერევნის, ელისავეტოპოლის და ბაქოს გუბერნიები, ყარსის ოლქი, რომლებიც დაყოფილია მაზრებად, მაზრები კი საპოლიციო უბნებად.

რუკაზე წარმოდგენილია ჩანართი რუკა “რუსეთ-თურქეთის 1877-78 წწ. ომი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დაბრუნება”.
 
 
 
 
15) “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა” - ზომა (84X110)
რუკაზე მოცემულია საქართველოს ორი საზღვარი - 1918 წელს ერთა ლიგაში წარდგენილი და ახლანდელი საზღვარი.

განსხვავებული ფერითაა ნაჩვენები დაკარგული ტერიტორიები. რუკაზე გამოსახულია წითელი არმიის ნაწილების შემოსვლის ოთხივე მარშრუტი, რასაც საბოლოოდ მოჰყვა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია.

რუკაზე მოცემულია დემოკრატიული საქართველოს გერბი, დროშა, ჰიმნი, სახელმწიფო ბეჭედი, ფულის ერთეული და სახელმწიფოს პირველ მეთაურთა - ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიას პორტრეტები.

 

© ყველა უფლება დაცულია
განათლება და ახალი ტექნოლოგიები