სასწავლო
ფილმები ქართული კულტურის ძეგლებზე მოსწავლეებს მათთვის
გასაგები ენით მოუთხრობს ძეგლის ისტორიული წარსულისა და დღევანდელობის
შესახებ. ფილმების 10-15 წუთიანი ქრონომეტრაჟი მასწავლებელს
საშუალებას აძლევს ეფექტურად გამოიყენოს ისინი გაკვეთილზე.
სერიალი, ისტორიული ეპოქების შესაბამისად, ექვს
ციკლად იყოფა. თითო ციკლში ათი ფილმია დაგეგმილი. ფილმები გადაღებულია
ციფრულ ვიდეო-ფორმატზე, რაც მომხმარებელს აძლევს მაღალი ხარისხის
კინო-პროდუქციას როგორც ვიდეო-კასეტებზე, ასევე ლაზერულ
(კომპაქტ) დისკებზე.
პროექტის ავტორები არიან მანანა შეყილაძე
(განათლება და ახალი ტექნოლოგოები)
და ზურაბ ოშხნელი (სასწავლო
სატელევიზიო ცენტრი)
ამჯერად მზადაა და გთავაზობთ ექვს ფილმს - თითოეულ
მათგანს თითო ციკლიდან. |